Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთში ტერაქტი მოხდა


მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის შედეგად. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის თეიმურაზ მამსუროვის განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან ააფეთქა. რესპუბლიკის შსს-ს ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე 10 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო. სისხლის სამართლის საქმე ტერაქტისა და მკვლელობის მუხლებით აღიძრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ვლადიკავკაზში აფეთქებების განმეორება არ გამორიცხა, რის გამოც ადგილობრივი სამართალდამცავები უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის გამო, პრეზიდენტმა მედვედევმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაშავებულთა დახმარება და გამოძიებისთვის აუცილებელი ზომების მიღება დაავალა და ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში მისი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ხლოპონინი მიავლინა.
XS
SM
MD
LG