Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ეროვნულმა ფორუმმა" ხელმოწერების შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო


"ეროვნულმა ფორუმმა" დღეს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პარლამენტში ინიცირებისათვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების მეორე ეტაპი დაიწყო . როგორც "ინტერპრესნიუსი" "ეროვნული ფორუმიდან" მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ხელმოწერების შეგროვება 25 ივლისს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გასტანს. ამჯერად ინიციატივაზე ხელმოწერების დაფიქსირება თბილისელებს მეტროს სადგურებთანაც შეეძლებათ. დღეს "ფორუმელთა" მაგიდები განთავსდება "დელისის" მეტროსთან, ბუკიას ბაღთან, მეტრო "რუსთაველთან", "თავისუფლების" მეტროსთან, მეტრო "მარჯანიშვილთან", გადასასვლელ ხიდთან, ავლაბრის მეტროსთან, მეტრო "300 არაგველთან", "ისნის" მეტროსთან, "სამგორის" მეტროსთან, "ვარკეთილის" მეტროსთან, ვაგზლის მოედანზე, "კიდობანთან", "ბავშვთა სამყაროსთან", "დიდუბის" მეტროსთან, მეტრო "ნაძალადევთან", "ღრმაღელის" მეტროსთან, მეტრო "სარაჯიშვილთან" და მეტრო "ახმეტელის თეატრთან".
XS
SM
MD
LG