Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთში 10 სექტემბერი გლოვის დღედაა გამოცხადებული


გლოვის დღეა ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც 9 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 158 დაიჭრა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზართან ააფეთქა. ტერაქტის შედეგად დაღუპულთა სიაში, რომელიც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ გამოაქვეყნა, ეროვნებით ქართველი კარლო ყასაბიშვილიცაა. 8 ქართველია ამავე სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დაჭრილთა სიაშიც. ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტი დაგმო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და რუსეთის სურვილის შემთხვევაში, მისთვის დახმარების მზადყოფნა დაადასტურა. ვლადიკავკაზში მომხდარი ტერაქტის გამო დღეს გლოვაა გამოცხადებული ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც.
XS
SM
MD
LG