Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ გაანადგურებს „ბანდიტებს“ ჩრდილოეთ კავკასიაში


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში „ბანდიტები“ უნდა განადგურდნენ. ეს განცხადება მოჰყვა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ გუშინ, ხუთშაბათს ვლადიკავკაზში მოწყობილ აფეთქებას, რომელმაც, სულ ცოტა, 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილების რიცხვი 100-ს აღემატება. აფეთქების საკითხზე მედვედევმა ქალაქ იაროსლავლში პოლიტოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. გუშინ გაკეთებული განცხადებით, რომელიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბორტნიკოვს ეკუთვნის. სამი ადამიანი დააკავეს ვლადიკავკაზში მოწყობილ აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG