Accessibility links

logo-print

პასტორი ჯონსი აღარ აპირებს ყურანის დაწვას


ფლორიდის შტატის ქალაქ გეინსვილის პასტორმა ტერი ჯონსმა, რომლის სამწყსოში 50 წევრს ითვლის, განაცხადა, რომ აღარ დაწვავს ყურანს. სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების წლისთავზე ყურანის დაწვას აპირებდა. მისი გადაწყვეტილება სასტიკად დაგმეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერებმა და მათ შორის ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. ამერიკის ოფიციალურ პირთა თქმით, ყურანის დაწვა ეწიაღმდეგება ამერიკაში რელიგიური შემწყნარებლობის სულისკვეთებას, დაძაბულობას გააძლიერებდა მუსულმანურ სამყაროში და ბიძგს მისცემდა ისლამისტი ექსტრემისტების რეკრუტირებას. NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჯონსმა თქვა, რომ „არასოდეს განახორციელებს მუქარას“.
XS
SM
MD
LG