Accessibility links

logo-print

თურქეთში გაიმართა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ


თურქეთში გაიმართა რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. მთავრობის განცხადებით, რეფერენდუმით გამიზნულია თანამედროვე დემოკრატიის შექმნა და სამხედრო დიქტატურისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მემკვიდრეობის დაძლევა. მაგრამ ოპოზიციური პარტიებისა და სამხედრო პირების შეფასებით, პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და მისი პარტია ცდილობენ ხელისუფლების სათავეში დარჩენის განაღდებასა და სეკულარული რესპუბლიკის პრინციპებიდან თურქეთის ჩამოშორებას. პრეზიდენტმა აბდულა გიულმა რეფერენდუმში მონაწილეობის შემდეგ გამოთქვა შეფასება, რომ კენჭისყრის ნებისმიერ შედეგს ერთნაირი პატივისცემით უნდა მოეპყრან. რეფერენდუმზე გატანილი პროექტით, საქმე ეხება 26 ცვლილებას, მათ შორის, სამართლებრივი სისტემის რეფორმასთან ერთად, მთავარია სამხედრო ხელმძღვანელობის ძალაუფლების შეკვეცა.
XS
SM
MD
LG