Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეში ჭიანურდება მიწის ქვეშ ჩარჩენილი მეშახტეების სამაშველო ოპერაცია


ჩილეში ჭიანურდება აგვისტოს ბოლოს, მიწის ქვეშ ჩარჩენილი 33 მეშახტის ამოყვანის პროცედურა. როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, ამის მიზეზი სამაშველო სამუშაოების დროს ერთ-ერთი მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ბლოკირებული მეშახტეები და მათი ახლობლები სამუშაოების დაჩქარებას მოითხოვენ. რამდენიმე ხნის წინ, მიწის ქვეშ ჩარჩენილი მეშახტეებისათვის ნორმალური ვენტილაციის უზრუნველყოფის შედეგად, მათ სიგარეტის მოწევის უფლებაც დართეს. როგორც მაშველები აცხადებენ, სამაშველო სამუშაოები წლის ბოლომდე ვერ დასრულდება.

XS
SM
MD
LG