Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერის უფლებამოსილების საკითხს პრეზიდენტი გადაწყვეტს


მოსკოვის მერის განცხადებას იმის შესახებ, რომ საინფორმაციო საშუალებებით მისი კრიტიკის გამო, თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, დღეს გამოეხმაურა პრეზიდენტ მედვედევის ადმინისტრაცია. რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს კრემლის მაღალჩინოსნის განმარტება, რომლის თანახმად, მოსკოვის მერის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხს პრეზიდენტი გადაწყვეტს და არა თავად ლუჟკოვი. კონკრეტულად ვის ეკუთვნის ეს განმარტება, სააგენტოები არ ასახელებენ.
XS
SM
MD
LG