Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა პირველი ელჩები დანიშნა, მათ შორის ელჩი საქართველოში


ევროკავშირის საგარეოპოლიტკურმა ლიდერმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კეტრინ ეშტონმა დღეს ევროკავშირის პირველი 29 ელჩის ვინაობა დაასახელა. საქართველოში ევროკავშირის ელჩად დაინიშნა ბულგარეთის წარმომადგენელი, ფილიპ დიმიტროვი - ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჩინეთში ევროკავშირის ელჩის პოსტი, რომელსაც, როგორც ეშტონის განცხადებით გაირკვა, გერმანელი დიპლომატი დაიკავებს. ეშტონის განცხადების ფონია ევროკავშირის შედარებით ახალი წევრების უკმაყოფილება იმით, რომ, მათი შეფასებით, წამყვან პოსტებს აძლევენ ევროკავშირის წევრი დიდი სახელმწიფოების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG