Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართება ოზონის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დღეს გაიმართება ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრას გახსნიან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა. ღონისძიებაზე იმსჯელებენ საქართველოში ოზონის შრის დაცვის სფეროში ჩატარებული სამუშაოების შესახებ და განიხილავენ სამომავლო გეგმებს. გარდა ამისა, გაიმართება პრეზენტაცია ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ახალი პროგრამისა, რომლის ბიუჯეტი 500 ათას დოლარს შეადგენს. პროექტი მიზნად ისახავს ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების შემცირებას და მცირე მეწარმეების დახმარებას.

XS
SM
MD
LG