Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ახალი კაბინეტის წევრების ვინაობა


იაპონიის მინისტრთა კაბინეტის დაშლის შემდეგ პირველი, ვისი ვინაობაც დასახელდა, საგარეო საქმეთა მინისტრია. პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი სეიჯი მაეჰარა დაასახელა საგარეო უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ის კაცუია ოკადას შეცვლის. პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა აგრეთვე ცვლილებების შესახებ იუსტიციის, ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მომხმარებელტა საკითხების სამინისტროების ხელმძღვანელთა თანამდებობებზეც. კანმა არ შეცვალა ფინანსთა მინისტრი იოშიჰიკო ნოდა.
XS
SM
MD
LG