Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ვარშავისგან ზაკაევის გადაცემას მოითხოვს


აჰმედ ზაკაევი, რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი
აჰმედ ზაკაევი, რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელი
რუსეთის გენერალური პროკურატურა ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებული აჰმედ ზაკაევის პოლონეთიდან ექსტრადიციისთვის დოკუმენტებს ამზადებს.

პროკურატურის პრესსამსახურმა დღეს ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზაკაევის დაკავების გამო, რუსეთის გენერალური პროკურორი ტელეფონით ესაუბრა პოლონელ კოლეგას, რომლის განცხადებით, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და არა პოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენით.

პოლონეთში დააკავეს ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერი
please wait

No media source currently available

0:00 0:00:53 0:00
გადმოწერა


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ადგილობრივ რადიოს დღეს განუცხადა, რომ აჰმედ ზაკაევის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ვარშავა მიიღებს პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესების და სამართლიანობის და არა ვინმეს მოლოდინის შესაბამისად.

აჰმედ ზაკაევი, რომელიც დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს, პოლონეთში ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობისთვის ჩავიდა. კონგრესის ორგანიზატორთა ცნობით, დღეს დილით ზაკაევი თავად აპირებდა ვარშავის პროკურატურაში მისვლას, რადგან ოთხშაბათს პოლონელმა სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ მას ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავებდნენ. აჰმედ ზაკაევის თანმხლებმა ტადეუშ ზვიეფკამ, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, პოლონეთის ტელევიზიას აცნობა, რომ პოლიციამ ზაკაევი პროკურატურაში წასვლის წინ დააკავა.
XS
SM
MD
LG