Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოსექსულთა უფლებების დამცველი რუსი აქტივისტი აცხადებს, რომ ორი დღე დაკავებული იყო


რუსეთში ჰომოსექსულათა უფლებების დაცვის აქტივისტმა, ნიკოლაი ალექსეევმა ჩვენს რადიოს განუცხადა, რომ ის ორი დღე ჰყავდა დაკავებული მილიციას. ალექსეევი ოთხშაბათს გაუჩინარდა მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში, რის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი უცნობი რჩებოდა. ალექსეევმა დღეს უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ის წუხელ გამოუშვეს მოსკოვის სამხრეთით მდებარე კაშირის მილიციის სადგურიდან. როგორც ალექსეევი ამბობს, მილიცია მისგან მოითხოვდა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან გაიტანოს საჩივარი, რომელიც მოსკოვის მერიის წინააღმდეგ აქვს შეტანილი, ქალაქში ჰომოსექსუალთა აღლუმის აკრძალვის გამო. ალექსეევის გაუჩინარების გამო დღეს შეშფოთება გამოთქვა საფრანგეთის საგარეო უწყებამ.
XS
SM
MD
LG