Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაეროს წარმომადგენელი ნაადრევად მიიჩნევს არჩევნების წარმატებად გამოცხადებას


ავღანეთში გაეროს წარმომადგენელ სტაფან და მისტურას შეფასებით, ჯერ ნაადრევია ავღანეთში 18 სექტემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების წარმატებად მიჩნევა. დე მისტურას განცხადებით, ქვეყნის საარჩევნო კომისიამ საუცხოოდ იმუშავა, მაგრამ მაინც ჯობს მოცდა „წარმატებაზე ლაპარაკის დაწყებამდე“. გაეროს წარმომადგენლის მიერ ამ შეფასების გამოთქმამდე, ავღანეთის დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ წარმატებად გამოაცხადა შაბათს ჩატარებული არჩევნები. ამავე კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით, მოკლული იპოვეს საარჩევნო უწყების სამი თანამშრომელი, რომლებიც შაბათს მოიტაცეს.
XS
SM
MD
LG