Accessibility links

logo-print

თბილისი მასპინძლობს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმს


დღეს თბილისში მუშაობას შეუდგა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა კონფერენცია. ფორუმის მიზანია, ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერთა გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა. ფორუმმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერების ჩართვას. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი პლენარული სესია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG