Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში შაბათ-კვირის შეტაკებების შედეგად 25 სამხედრო დაიხოცა


ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სამხედრო კონვოიზე კვირას მოწყობილი თავდასხმის შედეგად დახოცილ ჯარისკაცთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. სამინისტროს თქმით, დღეს დაიხოცა ორი სამხედრო. განცხადებაში უარყოფილია მედიის ცნობა, რომ არმიამ 40 სამხედრო დაკარგა. ორშბათს იუწყებოდა სამინისტრო, რომ უცხოელი ისლამისტი მეამბოხეები არიან პასუხისმგებელი თავდასხმისთვის.
XS
SM
MD
LG