Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე კეთილმოწყობის სამსახურს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს


საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ პარტია ”თავისუფალი დემოკრატებიდან” ზურაბ აბაშიძემ კანონმდებლობის დარღვევით მუშაობაში დაადანაშაულა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან მსგავსი დასკვნის საფუძვლად დაასახელა სამსახურის მიერ 2008-2009 წლებში ბიუჯეტიდან მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვის ანალიზი, რომელიც საკრებულოს სარევიზიო კომისიამ ჩაატარა. აბაშიძის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების კანონის საფუძველზე მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები უმეტეს შემთხვევაში ფიქტიურია. კერძოდ, შეუძლებელია იმის დადგენა, რამდენი პრეტენდენტი მონაწილეობდა ტენდერში და ჰყავდა თუ არა გამარჯვებულ კომპანიას კონკურენტი. აბაშიძემ თბილისის მერს უგულავას მოუწოდა, შეისწავლოს საკრებულოს სარევიზიო კომისიის მასალები და შესაბამის ზომებს მიმართოს.
XS
SM
MD
LG