Accessibility links

logo-print

უგო ჩავესის პარტიამ კონგრესში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა


ვენესუელის საარჩევნო უწყების თანახმად, 26 სექტემბრის კონგრესის არჩევნების შედეგად მანდატების უმრავლესობა უგო ჩავესის მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ მოიპოვა. არსებული მონაცემების მიხედვით, ოპოზიციას ადგილების კრიტიკული ერთი მესამედი აქვს. ყველა ხმა ჯერ არ არის დათვლილი, თუმცა, ეროვნული საარჩევნო საბჭოს პრეზიდენტის დღევანდელი თანახმად, სოციალისტურ პარტიას კონგრესის 165 მანდატიდან სულ ცოტა 90 აქვს მოგებული. პრეზიდენტ უგო ჩავესის ოპონენტები იმედოვნებდნენ, რომ ეროვნულ ასამბლეაში მისი ხანგრძლივი მონოპოლია ამ არჩევნების შედეგად დასრულდებოდა. არჩევნების შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
XS
SM
MD
LG