Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს გაზის მიწოდების შესახებ


რუსეთმა და ჩინეთმა რუსეთის გაზის ჩინეთისთვის მიწოდების პირობებზე მოილაპარაკეს. შესაბამის დოკუმენტს დღეს მოეწერა ხელი პეკინში, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების თანდასწრებით. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული საწვავის ფასი. რუსეთი ჩინეთისთვის გაზის მიწოდების დაწყებას 2015 წლიდან აპირებს. დმიტრი მედვედევმა და ჰუ ძინატომ დღეს განაცხადეს რუსეთ-ჩინეთის ნავთობსადენის მშენებლობის დასრულების შესახებაც.
XS
SM
MD
LG