Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუჟკოვი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგომას არ აპირებს


ერთკვირიანი შვებულებიდან დაბრუნდა მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი, რომელიც სააგენტო ინტერფაქსის ცნობით, სამსახურში დილით ადრე გამოცხადდა. ამავე სააგენტოს ლუჟკოვმა დღეს განუცხადა, რომ თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგომას არ აპირებს. ამასთან, ზოგიერთი რუსული გაზეთი დღეს იუწყება, რომ ორშაბათი იური ლუჟკოვისთვის მოსკოვის მერის პოსტზე ბოლო სამუშაო დღე იქნება, რადგან თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე მიღებულია.
XS
SM
MD
LG