Accessibility links

ავღანეთში სამოქალაქო პირების დახოცვის გამო ავსტრალიელ ჯარისკაცებს გაასამართლებენ


ავსტრალიის არმიის სამ ყოფილ ჯარისკაცს, რომლებიც ავღანეთში მსახურობდნენ, მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ქვეყნის სამხედრო პროკურატურამ განაცხადა, რომ სპეცქვედანაყოფის სამი მებრძოლი მონაწილეობდა ოპერაციაში, რასაც ექვსი სამოქალაქო პირის სიკვდილი და ოთხის დაშავება მოჰყვა 2009 წლის თებერვალში. ავსტრალიას ავღანეთში 1500 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი, მათ შორისაა სპეცდანიშნულების 200 კაციანი რაზმი.
XS
SM
MD
LG