Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ნატოს ავიაიერიშებს აპროტესტებს


პაკისტანმა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა უწოდა ნატოს ავიაციის მიერ მის ტერიტორიაზე მეამბოხეთა მიმართ განხორციელებულ ავიადარტყმებს. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ძალების მანდატი ავღანეთში „ავღანეთის საზღვათან მთავრდება.“ შაბათს საერთაშორისო ძალების შვულმფრენებმა იერიში მიიტანეს მეამბოხეთა პოზიციებზე, საიდანაც ავღანეთის არმიას ცეცხლი გაუხსნეს. ავიადარტყმის შედეგად 50 მეამბოხე დახოცეს. გარდა ამისა, ამერიკული უპილოტო თვიმფრინავები რეგულარულად ახორციელებენ ავიაიერიშებს პაკისტანში ავღანეთიდან გადასული მეამბოხეების სამალავებზე.
XS
SM
MD
LG