Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანი ავრცელებს ცნობას აშშ-ის მიერ მეამბოხეთა დახოცვის შესახებ


პაკისტანის უშიშროების უწყების ცნობით, აშშ-ის თვითმფრინავიდან თავდასხმის შედეგად ავღანეთთან საზღვრის ახლოს რვა მეამბოხე მოკლა, მათ შორის - რამდენიმე გერმანელი. ამბავი ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში, სოფელ მირ ალიში მოხდა. დაღუპულთაგან სულ ცოტა - ხუთი თურქული ან არაბული წარმოშობის გერმანიის მოქალაქე იყო. ითვლება, რომ აღნიშნული არეალი თალიბანთან და ალ ყაიდასთან კავშირის მქონე მეამბოხეთა თავშესაფარია.
XS
SM
MD
LG