Accessibility links

logo-print

იემენის დედაქალაქში თავს დაესხნენ ბრიტანელი დიპლომატის მანქანას


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ იემენში განხორციელდა თავდასხმა, მიმართული ბრიტანეთის საელჩოს მანქანის წინააღმდეგ. საგარეო უწყების პრეს-მდივნის განცხადებით, მსუბუქად დაშავდა საელჩოს ერთი თანამშრომელი. მანამდე იემენის პოლიციამ და თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ დედაქალაქ სანაში განხორციელდა სარაკეტო იერიში ბრიტანელი დიპლომატის ავტომანქანაზე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა. ასევე სანიდან გავრცელებული ცნობით, ავსტრიის ენერგოკომპანია OMV-ს კუთვნილ ობიექტზე ცეცხლი გახსნა ერთ-ერთმა მცველმა, რის შედეგადაც ფრანგი მოქალაქე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG