Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს თანახმად, წინსვლის მიუხედავად საქართველოს მედიაში ჯერ კიდევ არის პრობლემები


საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემებს მიეძღვნა პრესკონფრენცია, რომელიც რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში გამართეს დღეს აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებმა. საბჭოს წევრებმა ვიქტორ ეშმა, დენის მულჰაუპტმა და რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ჯეფრი გედმინმა აღნიშნეს, რომ ძირითადი პრობლემა მედიასაშუალებების მფლობელობის გამჭვირვალობაში მდგომარეობს. “ჩვენი ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, გავეცნოთ თქვენს პრობლემებს და გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება გამჭვირვალე და თავისუფალი მედია იყოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მზად ვართ, ყველა რესურსი გამოვიყენოთ ამის ხელშესაწყობად”, - განაცხადეს მათ და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის თავისუფალი მედია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სტუმართა თქმით, საქართველოს მედიამ უდაოდ დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში ყველაფერი რიგზეა. აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს დელეგაცია თბილისში გუშინ ჩავიდა სამდღიანი ვიზიტით. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან.
XS
SM
MD
LG