Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მემკვიდრე აღლუმზე გამოჩნდა


ახალგაზრდა კაცი, რომელსაც გავრცელებული აზრით ჩრდილოეთ კორეის მომავალი ლიდერის პოსტს უწინასწარმეტყველებენ, პირველად გამოჩნდა ტელეეკრანზე. ჩრდილოეთ კორეის ხლემძღვანელის კიმ ჩენ ირის უმცროსი ვაჟიშვილი კიმ ჩენ უნი დღეს ფხენიანში გამართულ სამხედრო პარადზე, ხელისუფლების ტრიბუნაზე იდგა ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად. სამხედრო აღლუმი ჩრდილოეთ კორეის მმართველი მუშათა პარტიის დაარსების 65-ე წლისთავს მიეძღვნა. კიმ ჩენ ირმა გასულ თვეში 26 წლის კიმ ჩენ უნს გენერლის წოდება მიანიჭა და იგი ასევე აირჩიეს მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. ჩრდილოეთ კორეის 60 წლის ლიდერი, კიმ ჩენ ირი მძიმედ არის ავად და მის მემკვიდრედ, სწორედ კიმ ჩენ უნი სახელდება.
XS
SM
MD
LG