Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს ელოდებიან


დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სოფლის მეურნეობაში დაგროვილ პრობლემებზე სასაუბროდ ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზეა მიწვეული. როგორც "ინტერპრესნიუსი" ანტიკრიზისულ საბჭოზე დაყრდნობით იუწყება, საუბარი იქნება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებზე და მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას, 2011 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე. ასევე, დეპუტატები მოითხოვენ ახსნა-განმარტებებს სურსათის უვნებლობის სამსახურის შესახებ და ამ მხრივ არსებულ ვითარებაზე. დღევანდელ სხდომაზე ბაკურ კვეზერელს ასევე მოუწევს განმარტებები იმის შესახებ, თუ რატომ არ ასრულებს მთავრობა გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირების შესახებ პარლამენტის წინაშე აღებულ ვალდებულებას.
XS
SM
MD
LG