Accessibility links

logo-print

საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა ინიციატორები დიპლომატებს შეხვდნენ


საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ერთობლივად მომზადებული და პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადებები 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დღეს გააცნეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მათთან შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა ინიციატორმა პარტიებმა პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს 6-პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს. 8 პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს პროცესი, რომელიც საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელისშემშლელ პრობლემებს მოაგვარებს. მიმართვას ხელს აწერენ ახალი მემარჯვენეების, საქართველოს გზის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების, ეროვნული ფორუმის და ხალხის, კონსერვატიული და რესპუბლიკური პარტიების ლიდერები.
XS
SM
MD
LG