Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დააკავეს ვლადიკავკაზში აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სამი პირი


რუსეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს სამი ისლამისტი ექსტრემისტი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სექტემბრის დასაწყისში ვლადიკავკაზში თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების ორგანიზებაში. უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, ეჭვმიტანილები სექტემბრის ბოლოს დააკავეს ინგუშეთში. კიდევ ორი ეჭვმიტანილი, ამავე წყაროს ცნობით, უშიშროების ძალებმა დახოცეს. ვლადიკავკაზში მოწყობილმა აფეთქებამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 200-ზე მეტი.
XS
SM
MD
LG