Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 8 კაცი ემსხვერპლა


ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა თვთმფრინავის კატასტროფის შედეგად ავღანეთში. სატვირთო თვითმფრინავი სამშაბათს ქაბულის მახლობლად ჩამოვარდა. ქაბულის აეროპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, თვითმფრინავი ბაგრამის სამხედრო ბაზიდან ქაბულისაკენ მიფრინავდა ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებისთვის. თუმცა ნატოს ძალების სარდლობა აცხადებს, რომ თვთმფრინავი საერთაშორისო კოალიციურ ძალებს არ ეკუთვნოდა. ISAF-ის ხელმძღვანელობა თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზებზე არ საუბრობს. დღესვე ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა ნატოს სამხედრო ვერტმფრენში მომხდარი აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG