Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი სანაკოევი: რუსი მესაზღვრეები ოკუპირებულ პერევს ტოვებენ


რუსეთის მესაზღვრეები სოფელ პერევში
რუსეთის მესაზღვრეები სოფელ პერევში
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრეები დატოვებენ საჩხერის რაიონის სოფელ პერევს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში სანაკოევმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სამხედროებმა მიიღეს გადაწყვეტილება, პერევის ფარგლებს გარეთ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის სიღრმეში გაიყვანონ მესაზღვრეები, რომლებიც იქ არიან განთავსებული. "მათ გაჰყავთ თავიანთი მესაზღვრეები. ეს უახლოეს მომავალში მოხდება, როგორც ბატონმა კარასინმა განაცხადა", - უთხრა რადიო თავისუფლებას სანაკოევმა. დღესვე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში, საჩხერის რაიონის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსი სამხედროების დისლოკაცია არ შეცვლილა - ისინი კვლავინდებურად იმყოფებიან სოფელ პერევის შესასვლელთან.
XS
SM
MD
LG