Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის პრეზიდენტი მოსკოვში ხვდება რუსეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს


ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი დღეს მოსკოვში ხვდება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს. ჩავესი რუსეთში იმყოფება დიპლომატიური ურთიერთობის განსამტკიცებლად. დღეს განსახილველ თემებს შორის სახელდება ბირთვული ენერგეტიკა და რუსეთისაგან ტანკების შეძენა. ბოლო სამი წლის მანძილზე ჩავესს, სულ ცოტა, 5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი აქვს შეძენილი რუსეთისაგან.
XS
SM
MD
LG