Accessibility links

logo-print

ირანს სურს მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკების განახლების თარიღის განსაზღვრა


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის განცხადებით, ირანს სურს მის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების კონკრეტული თარიღის შეთანხმება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მოლაპარაკების ახალი რაუნდის ინიციატივით გამოვიდა. ბრიუსელში ვიზიტის დროს, მოტაკიმ „კარგი ახალი ამბავი“ უწოდა ევროკავშირის ინიციატივას: „ეს არის კარგი ახალი ამბავი ევროკავშირის ამ ოფისიდან, ისინი მუშაობენ ამ საკითხზე. და ვფიქრობ, ასე უნდა კოორდინაცია მოლაპარაკების დასაწყებად კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული თარიღის დადგენას“. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებამდე სამიოდე დღით ადრე, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი გამოვიდა წინადადებით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების ახალი რაუნდის ნოემბრის შუა რიცხვებში, ვენაში გამართვის შესახებ. საქმე ეხება მოლაპარაკებას, რომელსაც ირანთან აწარმოებს ექვსი ქვეყანა - შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი და გერმანია. მაგრამ პროცესი ჩიხში მოექცა 2009 წლის ოქტომბერში. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG