Accessibility links

logo-print

ჩავესი ბელორუსიაში ჩადის


ვენესუელის პრეზიდენტი, უგო ჩავესი დღეს ჩადის ბელორუსიაში, რომელიც მისი ვრცელი, საერთაშორისო ტურნეს ბოლო გაჩერება იქნება. მინსკში ჩავესი ბელორუსიის პრეზიდენტ ვიქტორ ლუკაშენკას შეხვდება და ორმხრივი კავშირების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრებს. ჩავესი მინსკში მოსკოვიდან ჩადის, სადაც ვენესუელა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ძალებით ააშენებენ სამხრეთ ამერიკაში პირველ ბირთვული ენერგეტიკის სადგურს. აშშ ამ შეთანხმებას სიფრთხილით შეხვდა. მისი განცხადებით, ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა ახალმა პროგრამამ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.
XS
SM
MD
LG