Accessibility links

logo-print

ხობის რაიონში წყალმა ასამდე სახლი დატბორა


დღეს დილით, ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთის მახლობლად მდინარე რიონმა დამცავი ჯებირი გაარღვია და ასამდე სახლი დატბორა. ზოგიერთ ადგილას წყლის სიმაღლე ერთ მეტრს უტოლდება. წყალდიდობას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია. იუწყებიან, რომ დაიღუპა პირუტყვი, განადგურდა სიმინდის მინდვრები. ფოთის მუნიციპალიტეტში მიყენებულ ზარალს საგანგებო კომისია ითვლის. დახმარების აღმოჩენის მიზნით ადგილზე მივლენილია შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ძალები.
XS
SM
MD
LG