Accessibility links

გერმანიის პრეზიდენტი თურქეთში ხუთდღიან ვიზიტს გამართავს


გერმანიის პრეზიდენტი ქრისტიან ვულში დღეს გაემგზავრა თურქეთში, სადაც ხუთდღიან ვიზიტს გამართავს. ის იქნება გერმანიის სახელმწიფოს პირველი მეთაური, რომელიც ანკარაში თურქეთის პარლამენტს მიმართავს. ანკარაშივე შეხვდება ვულფი თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულს და პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოანს. სხვათა შორის, ის დაესწრება ღვთისმსახურებას ქალაქ თარზუსის ქრისტიანულ ეკლესიაში და სტამბოლში გერმანულ-თურქული უნივერსიტეტის დაფუძნებისას სიტყვას წარმოთქვამს. ვულფის თურქეთში სტუმრობა ხდება მაშინ, როცა გერმანიაში იზრდება მსჯელობა იქ მცხოვრები ხუთი მილიონი მაჰმადიანის და საერთოდ უცხოელთა ინტეგრაციის თაობაზე. შაბათს კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის მცდელობა, შეექმნა მრავალკულტურული საზოგადოება, წარუმატებელი გამოდგა. კანცლერის თანახმად, გერმანია მიესალმება ემიგრანტებს, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ ენა და აღიარონ ქვეყნის კულტურული ნორმები.
XS
SM
MD
LG