Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები სამიტზე შეიკრიბნენ დევილში


საფრანგეთში, ნორმანდიის ზღვისპირა ქალაქ დევილში დღეს საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ლიდერები ორდღიან სამიტზე ჩადიან. ნიკოლა სარკოზის, რომლის მიწვევითაც შეხვედრა იმართება, ანგელა მერკელისა და დმიტრი მედვედევის მოლაპარაკების მთავარი თემა ევროპული უსაფრთხოების საკითხებია, მათ შორის ევროპაში ნატოს ეგიდით ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნა. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები შეეცდებიან, დაიყოლიონ რუსი კოლეგა ანტისარაკეტო ფარის შექმნაში თანამშრომლობაზე. რუსეთი წინააღმდეგი იყო აშშ-ის გეგმისა, განთავსებულიყო მცირე სარაკეტო ფარი ევროპაში, აცხადებდა რა, რომ ეს რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას ემუქრებოდა. ევროპის ანტისარაკეტო ფარის შექმნაზე ნატო აპირებს იმსჯელოს ნოემბერში, თავის სამიტზე, ლისაბონში. ევროპის კავშირი აპირებს თხოვოს რუსეთს, დაესწროს ამ სამიტს.
რუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილება რუსეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება, ეკონომიკური თანამშრომლობა, ირანის ბირთვული პროგრამა და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი.
XS
SM
MD
LG