Accessibility links

logo-print

ლეიბორისტული პარტია ცრუ გამოკითხვის გავრცელებაში ადანაშაულებს ამერიკულ კომპანიას


ამერიკული Greenberg Quinlan Rosner ცრუ გამოკითხვის გავრცელებაში დაადანაშაულა დღეს ლეიბორისტულმა პარტიამ. მისგან განსხვავებით გამოკვლევის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას. იმას, რომ გამოკვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერი გიორგი თარგამაძეა, ქრისტიან-დემოკრატებმა პარტიის მუშაობის შედეგი უწოდეს. ამერიკული კომპანიის გამოკითხვას არ ენდობა პარტია ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები. მისი ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რთულია სერიოზულად აღიქვა გამოკვლევა, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილის დასაქმების პოლიტიკით 83%-ია კმაყოფილი. ალასანიას თქმით, თბილისის და რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებისას სრულიად საპირისპირო სურათს ხედავს.
XS
SM
MD
LG