Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომი შესაძლოა, შეუერთდეს თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის გაზსადენის პროექტს


რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა დღეს თურქმენეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სახელმწიფო კომპანია გაზპრომი შესაძლოა, შეუერთდეს თურქმენეთ-ავღანეთ-პაკისტან-ინდოეთის გაზსადენის პროექტს. სეჩინმა, რომელიც პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ახლავს თურქმენეთში, განაცხადა, რომ გაზპრომის წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებენ თურქმენეთთან თითქმის 1700-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობის საკითხზე. თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი დღეს კასპიის საპორტო ქალაქ თურქმენბაშიში შეხვდა რუს კოლეგას რუსეთის გაზის ექსპორტზე და ნოემბრისთვის დაგეგმილ, კასპიის სამიტზე მოსალაპარაკებლად. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბერდიმუხამედოვმა მედვედევთან საუბარში გამოთქვა მზადყოფნა, რომ თურქმენეთმა მეტი გაზი მიჰყიდოს რუსეთს.
XS
SM
MD
LG