Accessibility links

logo-print

ქოლერამ პორტ-ო-პრენსსაც მიაღწია


ქოლერის შემთხვევები გამოვლინდა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო- რენსში. ქოლერის ეპიდემიის შედეგად, რომლის ეპიცენტრიც დედაქალაქის ჩრდილეოთით მდებარეობს, 220 კაცი გარდაიცვალა და 2 600 კი ჰოსპიტალიზებულია. ექიმები შიშობენ, რომ ქოლერის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეს პორტ-ო-პრენსი, რომელსაც შარშანდელი მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ძალიან ბევრი ადამიანი აფარებს თავს. დევნილები კარვების ქალაქებში ცუდ სანიტარულ პირობებში ცხოვრობენ, რაც დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG