Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეს პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა გერმანიას ლოზუნგის -„გერმანია ყველაფერზე მაღლა“ -გამო


ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინერამ ბოდიში მოუხადა გერმანიას იმის გამო, რომ ბერლინში სტუმრობისას, გასულ შაბათს, სამთავრობო სტუმართა წიგნში ჩაწერა ნაციზმთან დაკაშირებული ლოზუნგი, „Deutschland über alles“ – „გერმანია ყველაფერზე მაღლა“.ეს ლოზუნგი ნაწილი იყო გერმანიის ჰიმნისა, რომლიდანაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრაზა ამოიღეს, რადგან ის ჰიტლერის პერიოდში გახდა პოპულარული. ჩილეს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა გაცნობიერებული ფრაზის მნიშვნელობა, რომ ის სკოლაში ისწავლა და არ იცოდა, რომ ნაციზმს უკავშირდებოდა. პინერა სტუმრობდა გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს, თებერვლის მიწისძვრის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობის სათქმელად.
XS
SM
MD
LG