Accessibility links

logo-print

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი ჯგუფების შეხვედრა მოეწყო


დღეს სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი ჯგუფების შეხვედრა. ამ ფორმატით მუშაობა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა ერთი წლის წინ შეწყვიტეს იმ მოტივით, რომ ერგნეთში შეხვედრებს მათთვის სასურველი შედეგი არ მოაქვს. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი ჯგუფების შეხვედრის განახლებას ოსური დელეგაცია 14 ოქტომბერს დათანხმდა ჟენევაში, სადაც საერთაშორისო დისკუსიის მე-13 რაუნდი გაიმართა. ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენელთა შუამავლობით დღეს გამართული შეხვედრისას კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ათზე მეტ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის, რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოების, თავისუფლად მიმოსვლისა და წყლით მომარაგების აუცილებლობაზე. გადაწყდა, რომ შემდეგი შეხვედრა ერგნეთში 10 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG