Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა თბილისში ვიზიტი დაასრულა


დღეს თბილისში ვიზიტი დაასრულა ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიამპაოლო დი პაოლამ. დილით ადმირალი იმყოფებოდა კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც მესამე ქვეითი ბრიგადის 33-ე ბატალიონის ჯარისკაცებს და ოფიცრებს შეხვდა. სწორედ მათ უნდა შეცვალონ ავღანეთში ამჟამად მყოფი 31-ე ბატალიონის სამხედროები. დი პაოლამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცების მომზადების დონით კმაყოფილია. ადმირალის თქმით, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
XS
SM
MD
LG