Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე აღმოაჩინეს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის განკუთვნილი გვირაბი


აშშ-ისა და მექსიკის სამართალდამცავებმა სამხრეთ კალიფორნიასა და მექსიკის ქალაქ ტიხუანას შორის 550-მეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს. მისი საშუალებით ნარკოტიკების კონტრაბანდა ხორციელდებოდა. ამოღებულია 20 ტონა მარიხუანა, რომლის ფასი მილიონობით დოლარია. ოფიციალური ინფორმაციით, გვირაბი საზღვრის ორ მხარეს მდებარე საწყობებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ტიხუანა კალიფორნიაში ნარკოტიკების კონტრაბანდის მთავარი წყაროა. გასულ თვეში მექსიკის პოლიციამ ტიხუანაში 100 ტონა მარიხუანა ამოიღო.
XS
SM
MD
LG