Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის არჩევნებში მმართველი პარტია იმარჯვებს


ეგზიტპოლების თანახმად აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ იმარჯვებს კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. თუმცა ოპოზიციის წევრები გაყალბებულს უწოდებენ ეგზიტპოლების შედეგებს. როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშანავენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ახშობს ოპიზიციის წევრებისა და საზოგადოებსი გავლენიანი წვერები ხმას მედიაში. უფლებათდამცველები მიუთითებენ, რომ მთავრობის წევრები შეურაცხყოფას აყენებდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს. თუმცა აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნატიკ მამადოვმა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებს უწოდა „თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.“ ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ალი კერიმლიმ განაცხადა, რომ „არჩევნებს თან ახლდა „მასობრივი ფალსიფაიკაცია“ .
XS
SM
MD
LG