Accessibility links

ნიუ-იორკის ჩრდილოეთით აფეთქდა ბირთვული ელექტროსადგურის ტრანსფორმატორი


ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარე ბირთვულ ელექტროსადგურზე ტრანსფორმატორის აფეთქების გამო ერთ-ერთი რეაქტორი დაიხურა. ბიუქენანში მდებარე Indian Point-ის ელექტროსადგურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აფეთქებისას არავინ დაშავებულა. სადგურის მფლობელია Entergy Corp. Company, რომლის წარმომადგენელმა ჯიმ სტიტსმა განაცხადა, რომ რადიაქტიური მასალის გაჟონვა არ მომხდარა. ტრანსფორმატორი რეაქტორისგან მოშორებით მდებარეობს და აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.
XS
SM
MD
LG