Accessibility links

logo-print

ობამა ინდონეზიას მიიჩნევს ნიმუშად თანამედროვე ისლამური ქვეყნებისთვის


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაასრულა ვიზიტი ინდონეზიაში, რომელიც შეაქო ავტორიტარული მმართველობიდან დემოკრატიაზე გადასვლის და ტოლერანტობის გამო. ინდონეზია მან მოიხსენია ნიმუშად თანამედროვე და განვითარებული ისლამური დემოკრატიებისათვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯაკარტაში, ინდონეზიის უნივერსიტეტში გამოსვლისას ისაუბრა მოძალადე ექსტრემისტებთან ბრძოლის აუცილებლობაზე და დასძინა, რომ შეერთებული შტატები არც ახლა და არც მომავალში, არასოდეს აწარმოებს ომს ისლამის წინააღმდეგ. პრეზიდენტი უკვე ჩავიდა სამხრეთ კორეაში, სადაც ხუთშაბათს იწყება "დიდი 20"-ის სამიტი.
XS
SM
MD
LG