Accessibility links

გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტი ოლეგ კაშინი კიდევ 5-10 დღეს დარჩება რეანიმაციაში


გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტი ოლეგ კაშინი, რომელსაც უცნობი პირები დაესხნენ თავს, კიდევ 5-10 დღეს დარჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა ჯერაც მძიმეა. როგორც ექიმები იტყობინებიან, კაშინი გონს მოეგო, მაგრამ ჯერჯერობით მიერთებული რჩება ფილტვების ვენტილაციის აპარატზე. მოსკოვში დღეს გამოვიდა გაზეთის სპეციალური ნომერი, რომელიც ოლეგ კაშინს ეძღვნება. ის მისმა კოლეგებმა და მეგობარმა ჟურნალისტებმა მოამზადე. სპეცგამოშვებაში გამოქვეყნებულია რუსეთში უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში დაღუპული და დაზარალებული მედიის თანამშრომლების სია.
XS
SM
MD
LG