Accessibility links

logo-print

დაღესტნის ქალაქ ბუინაკსში სპეცოპერაციისას მოკლულია 3 მეამბოხე


დაღესტნის ქალაქ ბუინაკსში სპეცოპერაციისას მოკლულია 3 მეამბოხე - იტყობინებიან სააგენტოები სამართალადამცავ ორგანოებზე დაყრდნობით. კერძო სახლში, სადაც ხუთამდე მეამბოხე იყო მომწყვდეული, სროლისას ხანძარი გაჩნდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია მოწმდება. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, მეამბოხეებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მილიციას. სროლისას დაიჭრა ჯარისკაცი. კონტრტერორისტული ოპერაციის რაიონიდან ევაკუირებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
XS
SM
MD
LG