Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბირმელი დისიდენტი ან სან სუ ჩი თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს დემოკრატიულ ძალებს


ბირმელმა დისიდენტმა, შინაპატიმრობიდან გუშინ გათავისუფლებულმა ან სან სუ ჩიმ დღეს პირობა დადო, რომ ითანამშრომლებს ბირმის ყველა „დემოკრატიულ ძალასთან“. ბოლო 21 წლიდან ან სან სუ ჩის 15 წელი აქვს გატარებული ციხეში, ან შინაპატიმრობაში. მის გათავისუფლებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა მთელს მსოფლიოში. წუხელ გავრცელებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ან სან სუ ჩის „თავისი გმირი“ უწოდა და „შთაგონების წყარო ყველასთვის, ვინც ადამიანი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად მუშაობს“. ან სან სუ ჩიმ ყველა დემოკრატიულ ძალასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა ბოლო შვიდის წლის მანძილზე პირველი პოლიტიკური მიმართვით გამოსვლისას, რომელზეც მისი ათასობით მომხრე შეიკრიბა.
XS
SM
MD
LG